აშშ-ში ქარიშხალ "ჰელენის" შედეგად 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 600-მდე დაკარგულად ითვლება

ჰელენი

ამერიკაში ქარიშხალი "ჰელენი" მძვინვარებს. სტიქიამ ამჯერად ჩრდილოეთ კაროლინას გადაუარა.

დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა რამდენიმე დღეა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. დაღუპულია 130-ზე მეტი ადამიანი, 600-მდე კი დაკარგულად ითვლება.