მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივარს მიმართავს.

„მოგესალმებით მეგობრებო. 1 ოქტომბერს მოვდივარ ჩემს მშობლიურ ვანში. მინდოდა ჩემს ოჯახში ერთად გვეზეიმა UFC ქამრის მოგება, მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო, ამჯერად ეს ვერ მოხერხდება. მცირე დროით, გულშემატკივარს შევხვდები სოფელ სულორის ცენტრში 12:00 საათზე“, - წერს მერაბ დვალიშვილი.