Politico: შოლცმა შესაძლოა ბაიდენის ბედი გაიზიაროს

ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცი  ფოტო: Getty Images

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბედი გაიზიაროს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შოლცის პარტიამ შესაძლოა კანცლერის პოსტზე სხვა კანდიდატი დაასახელოს იმ შემთხვევაში, თუ 22 სექტემბერს დანიშნულ მნიშვნელოვან რეგიონულ არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებთან დამარცხდება.

არჩევნები ბრანდენბურგის რეგიონში იმართება. სოციალური კვლევების თანახმად, გერმანელები შოლცს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისსა და არალეგალური მიგრაციის პრობლემების მოუგვარებლობაში ადანაშაულებენ. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება.