„ბიზნესმენი მანქანაში ჩაცხრილეს, 20 ტყვია მოხვდა...“ - „ტიკილას“ მკვლელობის საქმე
1745700265
პენტაგონი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით გადაჰქონდეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, ლორა კუპერის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები ისეთს ვერაფერს ამჩნევენ, რომ ამერიკამ საკუთარი ბირთვული ძალების განლაგება შეცვალოს.
„ვფლობ მხოლოდ ღია წყაროებით არსებულ ინფორმაციას“, – განაცხადა ლაურა კუპერმა.
მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს.
გუშინ, გამოცემა „თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა.