ორბანი: ტრამპი სანქციებზე მშვიდობის მისაღწევად საუბრობს, ევროკავშირი კი სანქციებს სხვა მიზნით იყენებს

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი სანქციებზე იმ მიზნით საუბრობს, რომ მშვიდობა დამყარდეს, ევროკავშირი კი სანქციებს მხოლოდ შეზღუდვების დაწესების მიზნით იყენებს და მოლაპარაკებებისკენ არ მიისწრაფვის. ამის შესახებ, Politico-ს ცნობით, ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ორი სრულებით განსხვავებული მოცემულობაა.

„ამერიკელებს არ სურთ სანქციები. მათ მშვიდობა უნდათ, ხოლო ევროპელებს სანქციები სურთ მშვიდობის ნაცვლად. ამერიკელებს მშვიდობა უნდათ და ამის მისაღწევად ერთ-ერთი საშუალება სანქციებია. ისინი ამბობენ - აწარმოვეთ მოლაპარაკებები და თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრი სანქციები მიიღოთ. ეს ორი სრულებით განსხვავებული მოცემულობაა“, - ამბობს ორბანი.