ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მისცეს

Orban

ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მისცეს. ასეთ ინფორმაციას პორტალი budapesttimes.hu ავრცელებს.

პორტალი წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმივნის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ორდღიანი სამიტის მოსამზადებელ ვიდეოკონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და მონაწილეებს რამდენიმე ევროპული ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდა.

ევროპის საბჭოს თავმჯომარესთან, შარლ მიშელთან და ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის და მალტის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს ვიქტორ ორბანი დაეთანხმა წინადადებას უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის იგივე სტატუსის და ისეთივე ვადებში მინიჭების შესახებ მოუწოდა – აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პრესმდივანი ბერტალან ხავაში.