რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე
1791793103
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს.
აქციის ორგანიზატორია ორგანიზაცია „სირცხვილია“. აქციას ასევე უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა, სადაც დღევანდელ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. დაგეგმილია, რომ აქციის ორგანიზატორებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტარები.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსები განცხადებებს ტრიბუნიდან არ გააკეთებენ.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია, გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა