One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი დაიღუპა

hi

ბრიტანელი მომღერალი, ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი არგენტინაში დაიღუპა.

BBC ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პეინი ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა. სამართალდამცველები აზუსტებენ, რომ შემთხვევის ადგილზე „შესაძლო ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი აგრესიული კაცის“ შესახებ მიღებული შეტყობინებების შემდეგ მივიდნენ. სასტუმროში მისულ პოლიციელებს უთხრეს, რომ ცოტა ხნის წინ შიდა ეზოდან ხმაური გაიგონეს. მალევე, ეზოში პეინის ცხედარი აღმოაჩინეს. ის მესამე სართულიდან გადმოვარდა.

ლიამ პეინი 31 წლის იყო. პოპულარობა მას ბრიტანულ X Factor-ზე შექმნილმა One Direction-მა მოუტანა, რომელშიც მასთან ერთად ჰარი სტაილზი, ზეინ მალიკი, ნაილ ჰორანი და ლუის ტომლინსონი მღეროდნენ.

ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე პეინი არგენტინაში ჰორანის კონცერტს დაესწრო.