თურქეთში, დედამ ჩვილის მოშორება სცადა და აეროპორტის ტუალეტში დატოვა - ის პოლიციამ დააკავა

ჩვილი

თურქეთში, რუსეთის 18 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ახალშობილის თავიდან მოცილება სცადა და ანტალიის აეროპორტის ტუალეტში დატოვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ახალგაზრდა დედამ, ბავშვის თავიდან მოშორების მიზნით, მისი უნიტაზში ჩარეცხვა სცადა.

ბავშვის დედასთან ერთად, დაკავებულია ბებიაც. პოლიცია მიიჩნევს, რომ ქალი საკუთარ შვილს ბავშვის მოშორებისკენ აქეზებდა.

ჩვილის ჯანმრთელობის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, ის აეროპორტის დამლაგებელმა გადაარჩინა.