ოლაფ შოლცი გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას აღიარებს

 ოლაფ შოლცი

ოლაფ შოლცმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" დამარცხება აღიარა. გერმანიის მოქმედმა კანცლერმა გამოსვლაში, რომელიც პარტიის ბერლინის შტაბ-ბინაში გაიმართა, ფრიდრიხ მერცს გამარჯვება და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატის მოპოვება მიულოცა.

შოლცის თქმითვე, ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ ("ალტერნატივა გერმანიისთვის") 20% მოპოვება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

"ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში მემარჯვენე პარტია, ისეთი, როგორიცაა AfD, ასეთ შედეგებს იღებს, არის ის, რასაც ჩვენ ვერასდროს შევეგუებით", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიაში კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს. ფრიდრიხ მერცის "ქრისტიან დემოკრატიულ/ქრისტიან სოციალურ კავშირს 28% - ზე მეტი აქვს. ამავე დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ულტრამემარჯვენე ძალების პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის". მათ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 20%-ზე მეტის მიღება შეძლეს