ვაშინგტონი კიევს მოუწოდებს, გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან გაიწვიოს და მხარი დაუჭიროს შტატების ვერსიას, რომლის ერთადერთი თანასპონსორი საქართველო იყო

ვაშინგტონი

უკრაინაში ომის სამი წლისთავზე, ვაშინგტონი მოუწოდებს კიევს, გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან გაიწვიოს და მხარი დაუჭიროს შტატების ვერსიას, რომლის მხოლოდ ერთი თანასპონსორი საქართველო იყო. რეზოლუციის პროექტს შეუერთდა უნგრეთი.

The Wall Street Journal წერს, რომ ვაშინგტონი და კიევი გაეროს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ. კიევის რეზოლუცია რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ადანაშაულებს, ამერიკის პროექტში კი ნახსენები არ არის, ვინ დაიწყო ომი, დოკუმენტში არ არის არც კონკრეტული მოთხოვნები კრემლის მიმართ, ის ორიენტირებულია ომის დამთავრებაზე.

უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს. ევროპის დედაქალაქებში გაგზავნილ შეტყობინებაში ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება.