ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის კოალიციამ გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო

emanuel makroni

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

საფრანგეთის ეროვნული კრების ქვედა პალატის არჩევნების ოფიციალური შედეგები საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის საარჩევნო კოალიცია „ერთად“ 245 ადგილს მიიღებს, მაშინ, როდესაც აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 289 ადგილი იყო საჭირო.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენეების, მწვანეებისა და კომუნისტების კოალიცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 131 ადგილს დაიკავებს.

ფრანგული მედიის ცნობით, არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მარინ ლე პენის „ეროვნულმა კრებამ“, რომელსაც ეროვნულ ასამბლეაში 89 მანდატი ექნება. წინა მოწვევის პარლამენტში ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს მხოლოდ რვა ადგილი ჰქონდა. მეოთხე ადგილზე არიან კონსერვატორი რესპუბლიკელები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში 64 ადგილს მიიღებენ.პოლიტიკური პარტიები 577 ადგილის დასაკავებლად იბრძოდნენ.