ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
გიგი დედალმაზიშვილს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საყვარელი შემსრულებელია, "პრაიმტაიმი" ესაუბრა.
მომღერალს თავისი ჯგუფის "მგზავრების" კონცერტზე, 17 ივნისს შევხვდით, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ორსაათიანი კონცერტის დასრულება ასობით მსმენელს არ სურდა და "მგზავრებს" შეძახილებით "კიდევ, კიდევ" ისევ სცენაზე აბრუნებდა...
ამ აურზაურში გიგი დედალამაზიშვილს კონცერტზე და ცნობილ ვიდეოზე, სადაც სუფრასთან მრავალჟამიერის ფონზე ზელენსკისთან ერთად ქეიფობს, მოკლედ ვესაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, მომღერალი და პრეზიდენტი აზერბაიჯანში ერთად ისვენებდნენ, მაშინ სუფრასთან ვიდეოზე ქართული ფოლკლორული სიმღერის ფონზე, ქეიფის კადრებიც გადაიღეს.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მოვიდა და მოგვისმინა. ვერ ვიტყვი, რომ იშვიათად გამოვდივართ სცენაზე, გაგვიმართლა და ბოლო პერიოდში ხშირად ვმღერით.
ამ ეტაპზე ვიცით, რომ ზაფხულის განმავლობაში ბათუმში ორ კონცერტს გავმართავთ, მოლაპარაკებები კიდევ მიდის...
- კონცერტს ძალიან ბევრი უკრაინელი ესწრება, რას ეტყოდით მათ...
- ვეტყვი მათ, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, უკრაინა თავის საზღვრებში თავისუფალი იქნება. მგონია, რომ ყველა უნდა დავეხმაროთ, მეტი მხარდაჭერა სჭირდება ამ ეტაპზე უკრაინას...
- სად არის ვიდეო გადაღებული, სადაც თქვენ "მრავალჟამიერს" ასრულებთ და სუფრასთან ზელენსკია?
- ზელენსკი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით. აზერბაიჯანში ერთად დავისვენეთ დაახლოებით, ერთი კვირა ვიყავით. მაშინ, იქ ფესტივალი ტარდებოდა და განსაკუთრებულად მაშინ დავმეგობრდით. ვიდეოც სწორედ აზერბაიჯანში გადავიღეთ.