ნორვეგიაში აღმოაჩინეს ფოსფორის უზარმაზარი საბადო, რომლის მარაგი ელექტრომობილებს 50 წელი ეყოფა

ნორვეგი

ნორვეგიაში აღმოაჩინეს ძვირფასი მინერალის, სახელად ფოსფატის უზარმაზარი საბადო; ეს მინერალი აქტიურად გამოიყენება ელექტრომობილებისა და მზის პანელების წარმოებაში. 

მომპოვებელი კომპანია Norge Mining-ი, რომელმაც საბადო აღმოაჩინა, აღნიშნავს, რომ ფოსფორის მარაგის რაოდენობა 70 მილიარდ ტონამდეა, რაც საკმარისია მომდევნო 50 წლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ფოსფორი ევროკავშირს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან მინერალთა სიაში აქვს შეტანილი.

ამ აღმოჩენამდე, ფოსფატი ქანების უდიდეს მარაგს წარმოადგენდა მაროკოში, დასავლეთ საჰარის რეგიონში მდებარე საბადო, რომელშიც 50 მილიარდ ტონამდე ფოსფატია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, ჩინეთს ფოსფატის 3,2 მილიარდი ტონა მარაგი აქვს, ეგვიპტეს კი 2,8 მილიარდი ტონა.

ასევე ნახეთ:

„გაუტეხელ მეგობრობას გააგრძელებთ იმიერში... ეკუ, მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის“ - მირანდა ცეცხლაძეს ემშვიდობებიან

„შეხედე, სიკვდილო, შეხედე და იამაყე... წუთისოფელო, წუთიც აღარ დარჩი... წამად იქეცი...“ - ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდებზე