ნიუ მექსიკოს შტატში, „რესპუბლიკური პარტიის“ შტაბბინას ცეცხლი წაუკიდეს და შენობის კედელზე საღებავით წარწერები დატოვეს

„რესპუბლიკური პარტიის“ შტაბბინა

ნიუ მექსიკოს შტატში, „რესპუბლიკური პარტიის“ შტაბბინას ცეცხლი წაუკიდეს, შენობის კედელზე კი, საღებავით ICE=KKK წარწერები დატოვეს, სადაც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) აბრევიატურა კუ კლუქს კლანთან არის გათანაბრებული.

შემთხვევა გამთენიისას, ადგილობრივი დროით, 06:00 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე წუთში შეძლო.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებს.

ცოტა ხნით ადრე, აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა, რომ ალბუკერკში რეიდების დროს, 48 არალეგალი მიგრანტი დააკავეს. სწორედ, აღნიშნულ სამსახურს დაავალა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტირება.