ნიდერლანდების პოლიციამ პროპალესტინელი დემონსტრანტები ამსტერდამის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

ნიდერლანდები

 ნიდერლანდების პოლიციამ პროპალესტინელი დემონსტრანტები ამსტერდამის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ათობით დემონსტრანტი ტერიტორიაზე გუშინ შეიჭრა, პროტესტის მონაწილეებმა შენობის საავარიო გასასვლელები ჩაკეტეს, თანამშრომლებს კი შენობის დატოვება მოუწიათ. სამართალდამცავებმა შენობა ხუთ საათში გაათავისუფლეს.

დემონსტრანტები უნივერსიტეტისგან ისრაელის ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან კავშირის გაწყვეტას ითხოვენ.