რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენცია, რომელიც კესარიას რაიონში მდებარეობს, ლიბანიდან გაშვებული დრონით თავს დაესხნენ. ინფორმაციას ებრაული მედია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
დრონით თავდასხმა დღეს დილით მოხდა. პრემიერის ოფისის განცხადებით, თავდასხმის დროს ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე სარა რეზიდენციაში არ იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი დრონი გაუშვეს. ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოხერხდა, ხოლო ერთი კესარიას პროვინციაში ჩამოვარდა.