საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და პრეზენტაცია გაიმართა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე უძღვებოდა. მომავალი წლის გეგმებსა და სიახლეებზე ისაუბრა მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მან აუდტორიას დეტალურად გააცნო 2025 წელს დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ბიუჯეტის პროექტი და მისი პროგრამული პარამეტრები დამსწრე აუდიტორიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ლომიძემ გააცნო. აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 34,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, ძირითადი პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, განათლების, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებებია. საუბარი შეეხო არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებას და სხვა პრიორიტეტულ საკითხებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და ინიციატივები გააჟღერეს დამსწრეებმა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, რომ გაჟღერებული ინიციატივები და საჭიროებები მათი პრიორიტეტულობის მიხედვით გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში.
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840