1726689256
ნეპალში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტმა ქმარი, 16 წლის წინ, ავიაკატასტროფაში დაკარგა
ნეპალში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტმა, ქმარი 16 წლის წინ, ავიაკატასტროფაში დაკარგა.
ამის შესახებ BBC-ი წერს.
საავიაციო კომპანია Yeti Airlines-ის პილოტი, ანჯუ ხატიავადა ორი პილოტიდან ერთ-ერთია, რომელიც 15 იანვარს ტურისტულ ქალაქ პოხარასთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავს მართავდა.
მისი ქმარი, დიპაკ ფოხრელი ასევე Yeti Airlines-ის რეისის პილოტი იყო, როდესაც თვითმფრინავი ნეპალის ქალაქ ჯუმლაში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა - BBC-ი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ სწორედ ქმრის სიკვდილმა აიძულა ქალი, კარიერა ავიაციაში გაეგრძელებინა.
„ის იყო მიზანდასახული ქალი, რომელიც საკუთარი და თავისი ქმრის ოცნებების ახდენისთვის თავდაუზოგადავად შრომობდა“, - ამბობს გარდაცვლილი პილოტის ოჯახის წევრი BBC-სთან.