მოძრაობა შეიზღუდება ! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1744870464
პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენლები განიხილავენ წინადადებას აღმოსავლეთ ევროპიდან 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია NBC News ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
განხილვის ქვეშ მყოფი ქვედანაყოფები 20 000-კაციანი პერსონალის ნაწილია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წელს უკრაინასთან მოსაზღვრე ქვეყნების თავდაცვის გასაძლიერებლად განათავსა.
NBC News-თან საუბარში ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თუ პენტაგონი ამ წინადადებას მიიღებს, ეს გააძლიერებს შიშებს იმის თაობაზე, რომ აშშ ტოვებს თავის დიდი ხნის მოკავშირეებს ევროპაში, რომლებიც რუსეთს მზარდ საფრთხედ მიიჩნევენ.
ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა საკუთარი თავდაცვისთვის მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.