საფრანგეთის საელჩომ „გრანტების გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დაფინანსება კანდელაკის ენჯეოს გადასცა

საფრანგეთის საელჩო

 საფრანგეთის საელჩომ „გრანტების გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დაფინანსება კანდელაკის ენჯეოს გადასცა. ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ვულოცავთ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“, საფრანგეთის საელჩოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებული 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულს.

ორგანიზაციის პროექტი შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს, წარმოაჩენს რა საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმისადმი წინააღმდეგობასთან და ოკუპაციამდე არსებულ დემოკრატიულ გამოცდილებასთან დაკავშირებულ ძირითად სამახსოვრო ადგილებს“, - წერს საფრანგეთის საელჩო.