უკრაინის დასაცავად ფრონტზე გამოყენებული იარაღის 40%-ზე მეტი უკრაინაშია წარმოებული -ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე გამოყენებული იარაღის 40%-ზე მეტი უკრაინაშია წარმოებული.

„უკრაინის დასაცავად ფრონტზე გამოყენებული იარაღის 40%-ზე მეტი უკრაინაშია წარმოებული. ტენდენცია უცვლელია: უკრაინა უფრო და უფრო მეტს გააკეთებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ქვეყანა არა მარტო დამოუკიდებლად, არამედ პარტნიორებთან ერთად ეცდება.

„უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ძლიერი იარაღი, რათა გვქონდეს ჩვენი ძლიერი უკრაინული სახელმწიფო. უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ტექნოლოგიური უპირატესობა, რათა რუსეთმა იცოდეს: ჩვენ ვუპასუხებთ ყოველ დარტყმას”, – თქვა ზელენსკიმ.