პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეს, ალბათ, ყველაზე სახიფათო მომენტია უსაფრთხოების ყველაზე დიდ კრიზისში, რომლის წინაშე ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორის ჯონსონის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ მოსკოვში უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც აბსოლუტურად კატასტროფული არ მოხდება.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ნატო შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს უსაფრთხოების ალიანსების შექმნაში, რომელსაც ის ირჩევს.
„არის რაღაცები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. ნატოს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.