დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები შიშობენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღი, შესაძლოა, შავ ბაზარზე აღმოჩნდეს, რის გამოც ისინი საბრძოლო ტექნიკის გადაცემაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავენ. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი წერს.
როგორც გამოცემასთან საუბარში ორი დასავლელი ოფიციალური პირი ამბობს, ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა კიევთან ერთად განიხილავს კონტროლის სისტემის შექმნას ან გამოყოფილი შეიარაღების დეტალური ჩამონათვალის შედგენას.
„მთელი შეიარაღება მიემართება პოლონეთის სამხრეთში, საზღვართან, შემდეგ კი სატრანსპორტო საშუალებებში ნაწილდება. ესენია სატვირთოები, ავტოფურგონები, ხანდახან კერძო ავტომობილებიც კი. ამის შემდეგ შეიარაღების კვალი ქრება და არავინ იცის, სად მიემართება ის, სად იყენებენ მას უკრაინელები ან რჩება თუ არა საერთოდ ეს შეიარაღება ქვეყანაში“, - აცხადებს FT-სთან საუბარში ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი.
„შეიარაღების ნებისმიერი გადაადგილება - უკრაინაში ან უკრაინიდან, როდესაც ეს საჭიროა შეკეთების ან აღდგენის მიზნით - ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება როგორც ჩვენი ხელისუფლება, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იური საკი.
მიმდინარე წლის აპრილში „ევროპოლმა“ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგების მიხედვით, ევროკავშირში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები უკრაინიდან იღებენ შეიარაღებას, რაც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.