ენერგეტიკული კრიზისის გამო შესაძლოა, ევროპაში ზამთარში მობილური კავშირი გაითიშოს - Reuters

ანძა

იმ შემთხვევაში თუ ზამთარში ევროპაში ელექტროენერგია გაითიშა ან დენის მიწოდებაზე დაწესდება გრაფიკი, შესაძლოა, მობილურ ქსელებს პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის გამო, ევროპაში მოქმედ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ნაწილმა შეშფოთება უკვე გამოთქვა.

მობილური კავშირის ოპერატორ კომპანიებს, მათ შორის შვედეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, რათა ელექტროენერგიის გათიშვისა და ანძებზე დამონტაჟებულ ბატარეების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი, მობილური კავშირი არ შეწყდეს.

სააგენტოს ცნობით, ევროპაში ახლა არსებობს ნახევარ მილიონზე მეტი სატელეკომუნიკაციო ანძა, რომელთა უმეტესობაზე დამონტაჟებული ბატარეების მუშაობის მაქსიმალური დრო 30 წუთია.

როგროც გამოცემა წერს, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მობილური კავშირის კომპანიები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს მთავრობის წარმომადგენლებთან.