მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს - ზელენსკი

zelenski

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იგი ხელისუფლებაში ყოფნას დიდხანს არ აპირებს და ამატებს, რომ მზად არის, მშვიდობის ან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, თანამდებობიდან გადადგეს:

„მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს. ან გავცვალო თანამდებობა NATO-ს წევრობაზე, ძალაუფლებაში ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ ვაპირებ" - თქვა მან.

ამასთანავე, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ "ეს არ არის მოლაპარაკებების მაგიდა, სადაც უკრაინას იწვევენ, ეს ჩვენი მაგიდაა, სადაც ჩვენ ვიწვევთ. უკრაინა, ევროპა, აშშ და რუსეთი: ეს უნდა იყოს მოლაპარაკებებზე მონაწილე მხარეების სია".