„ისინი არასდროს მომცემენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას. ძალიან ცუდია. მე ამას ვიმსახურებ, მაგრამ არასდროს მომცემენ“ - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებას იმსახურებს, ახლო აღმოსავლეთში მისი სამშვიდობო ძალისხმევისთვის.

„ისინი არასდროს მომცემენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას. ძალიან ცუდია. მე ამას ვიმსახურებ, მაგრამ არასდროს მომცემენ“, - დასძინა მან.