როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
ოჰაიოელი კაცი 6 წელი ფურგონში გარდაცვლილ ცოლთან ერთად ცხოვრობდა. ქალი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც 70 წლის ასაკში მამაკაციც გარდაიცვალა.
კაცის გარდაცვალების შესახებ პოლიციას მისმა შვილმა აცნობა. შვილმა პოლიციას უთხრა, რომ ადგილზე, შესაძლოა, სხვა ცხედარიც ყოფილიყო.
თავდაპირველად, პოლიციამ 40 ჰექტარ ფერმაში სხვა ცხედარი ვერ იპოვა. თუმცა, მოგვიანებით ქალი მანქანაში აღმოაჩინეს.
ჯონმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მამამისი გარდაიცვალა 31 დეკემბერს და ცხოვრობდა ტრაილერში გარდაცვლილი მეუღლის, პეგი რეას ცხედართან ერთად. მათი ვაჟის თქმით, ქალი 2017 წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ რობერტი პეგის ნეშტზე თავად ზრუნავდა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ქალის სხეული გარშემორტყმული იყო ყვავილებით, საბანში იყო გახვეული და კარგად იყო დაცული იმ დროის განმავლობაში.
„მე პოლიციაში ვმუშაობ თითქმის 34 წელია და არასდროს მინახავს მსგავსი რამ", - განუცხადა შერიფმა მედიას.
როგორც ჩანს, რობერტიც და პეგიც ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპნენ. დაღუპულების შვილმა განაცხადა, რომ მის მშობლებს სურდათ ერთდროულად დაკრძალულიყვნენ.
ასევე ნახეთ:
„უფალო... მომეცი ძალა, სუსტი ვიყო, საკუთარ თავს ასე უფრო იოლად ვზიდავ... - გიორგი კეკელიძე
ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული - ამინდი მკვეთრად უარესდება
"სამსახურში, კიბეზე ამავალს ესროლეს..." - დუდუ დადიანის მკვლელობიდან 22 წელი გავიდა