მოვითხოვ სხვადასხვა დარღვევისთვის პასუხისგებაში რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელე მიეცეს. მათ შორის ისინიც, ვინც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ - დონალდ ტრამპი

ტრამპი

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მომუშავე რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იუსტიციის დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ პროკურორებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც მის წინააღმდეგ სასამართლო საქმეებს აწარმოებდნენ.

„მოვითხოვ სხვადასხვა დარღვევისთვის პასუხისგებაში მიეცეს რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელე. მათ შორის ისინიც, ვინც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ. მათ თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენეს ჩვენი დაზვერვისა და სამართალდამცავი ორგანოების უზარმაზარი შესაძლებლობები. ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ამერიკელი ხალხის ნებისთვის. ისინი ჯაშუშობდნენ ჩემი საარჩევნო შტაბის წევრებზე, ახორციელებდნენ ოპერაციებს ჭორებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, დაარღვიეს კანონი უდიდესი მასშტაბით, დევნიდნენ ჩემს ოჯახს, თანამშრომლებს და მხარდამჭერებს, დაესხნენ თავს ჩემს სახლს მარ-ა-ლაგოში და რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის აშშ-ის პრეზიდენტად გახდომაში ხელი შეეშალათ“, - განაცხადა ტრამპმა.