პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მოსკვიჩს“ რუსეთში კვლავ აწარმოებენ, მომავალში ის ელექტრომობილი გახდება“ - ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა РИА Новости აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, „მოსკვიჩის“ წარმოება მოსკოვში Renault-ის ქარხანაში განახლდება.
„უცხოელმა მფლობელმა გადაწყვიტა მოსკოვში Renault-ის ქარხნის დახურვა. ეს მისი უფლებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ათასობით თანამშრომელი უმუშევარი დარჩეს. ამიტომ, გადავწყვიტე ქარხანა ქალაქის ბალანსზე ამეყვანა და მუშაობა გამგძელებინა. მანქანების წარმოება ისტორიული „მოსკვიჩის“ ბრენდის ქვეშ გაგრძელდება“, - აცხადებს მოსკოვის მერის სერგეი სობიანინი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის აღორძინებული საავტომობილო ქარხნის მთავარი ტექნოლოგიური პარტნიორი „კამაზი“ გახდება და მომავალში ქარხანა ელექტრომობილებს აწარმოებს.
„პირველ ეტაპზე, კლასიკური მანქანები შიდა წვის ძრავით აეწყობა, სამომავლოდ კი ელექტრომობილები იწარმოება“, - აღნიშნავს დედაქალაქის მერი.
მან დასძინა, რომ „კამაზთან“და რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან მუშაობა რუსეთში ავტომობილების მაქსიმალური რაოდენობის წარმოებაზე უკვე მიმდინარეობს.
„ვოლგოგრადის პროსპექტზე საავტომობილო ქარხანას აქვს გრძელი და დიდებული ისტორია, რომელიც თითქმის 100 წლის წინ Ford-ის მანქანების წარმოებით დაიწყო. ათწლეულების განმავლობაში აქ ლეგენდარული „მოსკვიჩები“ იწარმოებოდა.
1998 წლიდან ქარხანა Renault-თან თანამშრომლობდა.
2022 წელს, „მოსკვიჩის“ ისტორიაში ახალ ფურცელს გადავშლით“ , - აღნიშნა სობიანინმა.
რუსეთის მთავრობა, როგორც კონტრსანქციას იმ უცხოური კომპანიების აქტივების ჩამორთმევისა და ნაციონალიზაციის შესაძლებლობას განიხილავს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს.
ცნობისთვის, Renault-იც იმ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც რუსეთის ფედერაციაში ოპერირებაზე უარი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ განაცხადეს და რუსეთის ბაზარი დატოვეს.