რა ხდება მაშინ, როცა გარდაცვლილი ადამიანის სახელს ბავშვს ვარქმევთ - ნუმეროლოგის განმარტება
1757094189
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით მიმართა და იმ ფრანგულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ ბაზარზე რჩებიან, რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
„ფრანგულმა კომპანიებმა უნდა დატოვონ რუსული ბაზარი. - მათ უნდა შეწყვიტონ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება. მათ უნდა შეწყვიტონ ქალებისა და ბავშვების მკვლელობისა და გაუპატიურების დაფინანსება. ღირებულებები უკეთესია, ვიდრე მოგება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.