„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ფრანგული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Renault-ი რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
„რუსეთში Renault-ის სამრეწველო საქმიანობა დღეიდან შეჩერებულია“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის კომპანია ჯერ კიდევ გუშინ რუსეთის ბაზრიდან გამოსვლაზე უარს აცხადებდა.
Renualt-ის მიერ რუსეთის ბაზრის არ დატოვების ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა.
დიპლომატი საზოგადოებას მოუწოდებდა უარი ეთქვა ამ კომპანიის ავტომობილებზე, რადგან მათ შეცდომისთვის ფასი უნდა გადაეხადათ.