მოლდოვას გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ლიდერს კიშინევის სასამართლომ 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

Moldova

 ევგენია გუცულს კიშინევის სასამართლომ 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მედიის ინფორმაციით, პროკურორები მოითხოვდნენ, რომ მოლდოვას ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონის, გაგაუზიის ლიდერისთვის 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდებინათ.

გუცულს 2023 წელს, საარჩევნო კამპანიის დროს, უკანონო დაფინანსებასა და ფალსიფიკაციაში ედება ბრალი. უფრო ზუსტად, პროკურორის განმარტებით, მისი ბრალის ჩამონათვალი ასეთია: არჩევნების არალეგალური დაფინანსება; ოფიციალური დოკუმენტების, დეკლარაციების, კამპანიის დაფინანსების შესახებ ანგარიშების გაყალბება.

გაგაუზიის ლიდერი ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი დევნა მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ არის ინიცირებული.

ევგენია გუცული, კიშინიოვის აეროპორტში, მოლდოვის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 25 მარტს დააკავა.