აშშ-ში, ერთ-ერთ სკოლაში 17 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა - არის მსხვერპლი

აშშ- თავდასხმა სკოლაში

აშშ-ში, ნეშვილის ერთ-ერთ სკოლაში 17 წლის მოზარდმა მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა.

„ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაღუპულია ერთი, ხოლო ერთი დაშავდა, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია.

თავდამსხმელმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 11:09-ზე, სკოლის სასადილოში გახსნა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი.