ესპანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური კომპანიების მილიარდერებს დემოკრატიის დასამხობად სოციალური მედიის გამოყენება სურთ

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური კომპანიების მილიარდერებს სოციალური მედიის დემოკრატიის დასამხობად გამოყენება სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ტექნოლოგია, რომლის მიზანი ჩვენი გათავისუფლება იყო, ჩვენივე ჩაგვრის იარაღად იქცა. სოციალურმა მედიამ, რომელსაც უნდა მოეტანა ერთიანობა, სიცხადე და დემოკრატია, ამის ნაცვლად მოგვცა დაყოფა, მანკიერება და რეაქციული დღის წესრიგი“, - აღნიშნა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პედრო სანჩესის თქმით, ფაქტების გადამოწმების ზომების არარსებობა დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებას იძლევა სოციალური მედიის პლატფორმებზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებლებმა საკუთარი თავის ციფრული იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ.