თურქეთის სანაპირო დაცვა მეთევზეებს და გემებს აფრთხილებს არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას - ბოსფორის სრუტეში განგაში გამოცხადდა

ბოსფორის სრუტე

თურქეთის სანაპირო დაცვამ ბოსფორის სრუტეში  უცხო ობიექტი აღმოაჩინა, რის გამოც სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, უცხო ობიექტი, რომელიც წყლის ზედაპირზე ჩანდა მაღალი ალბათობით ნაღმია.

თურქული მედიას რუსეთის დაზვერვის განცხადება მოჰყავს, რომელშიც ნათქვამია რომ ნაღმები ნაწილი, რომლითაც უკრაინის სანაპირო იყო დანაღმული, უამინდობის გამო სამაგრებს მოწყდა და არსებობდა ალბათობა, რომ მათ სტამბოლამდეც მიეღწიათ.

სანაპირო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი, რომელიც არეგულირებს საზღვაო მოძრაობას, აფრთხილებს მეთევზეებს და გემებს არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, ექსპერტები აგრძელებენ მუშაობას.