1740160454
მივესალმებით ფინეთის მზადყოფნას NATO-ში განაცხადის გაკეთებაზე - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინელ კოლეგას, საული ნიინისტეს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
„ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტეს ტელეფონით ვესაუბრე. მივესალმე ფინეთის მზადყოფნას NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით“, - წერს ზელენსკი.
მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ასევე განიხილეს უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხი და უკრაინასა და ფინეთის შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობები.
შეგახსენებთ, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა საული საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე.