Tik-Tok-ის დამფუძნებელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1737233070
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 26 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. დღის განმავლობაში კი 300-მდე რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 1195 ტანკი, 2873- ჯავშანტექნიკა, 534 - საარტილერიო სისტემა, 191-სარაკეტო სისტემა, 87 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 199 - თვითმფრინავი, 161- ვერტმფრენი, 2019 - საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 13- გემი/კატერი, 398 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 41 - სპეციალური აღჭურვილობა.