პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფინეთის პრეზიდენტი NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყანამ, რომელიც 1300 კილომეტრის სიგრძის საზღვარს იყოფს რუსეთთან, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, NATO-სთან პარტნიორული ურთიერთობები გააძლიერა. თუმცა, ამ დრომდე გაწევრიანებისგან თავს იკავებდა.
ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც. გამოცემის ცნობით, NATO-ს მოკავშირეები ფინეთისა და შვედეთისთვის წევრობის მინიჭებას სწრაფად გეგმავენ, რითაც ევროპის ჩრდილოეთში კიდევ უფრო გაფართოვდება ალიანსის საზღვრები.