1746733863
მიწისძვრა ნეაპოლში - დაფიქსირდა ყველაზე ძლიერი ბიძგები, ბოლო 39 წლის განმავლობაში

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო კამპი ფლეგრეის რაიონი. ვეზუვის ობსერვატორიის ცნობით, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დილის 3:35 საათზე დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე ძლიერი ბიძგები, რომელიც ამ მხარეში, ბოლო 39 წლის განმავლობაში, დაფიქსირდა. შეშინებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.
ზარალის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე დაგაინტერესებთ: