1791570985
„+30 გრადუსამდე დაცხება...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
მეტეოროლოგის კობა ფარტენაძის ცნობით მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს:
„უახლოეს დღეებში საქართველოში დაცხება - სანაპირო კურორტებზე +30, დასავლეთის დაბლობზე +28, აღმოსავლეთის ბარში +25 გრადუსამდე, მოსალოდნელია მზიანი და ოქტომბრისთვის დამახასიათებელი ოქროსფერი დღეები.
გისურვებთ, რომ ყოველი მზიანი წამი გადაიქცეს სასიხარულო მოგონებად და ყოველი თბილი დღე ბედნიერების ახალ ფურცლად“












