1791570985
რა არის ცნობილი ქეით ზაქარიას შესახებ, რომელიც ტრამპმა თეთრი სახლის ახალ პრესმდივნად დანიშნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კეროლაინ ლევიტს თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტზე ქეით ზაქარია ჩაანაცვლებს.
„ჩემთვის დიდი პატივია, დავნიშნო პრესმდივნად ქეით ზაქარია. ქეითი ახლა Truth Social-ის კომუნიკაციების უფროს მრჩევლად მუშაობს, რასაც ის თავს შესანიშნავად ართმევს!
ის კალიფორნიიდანაა. მანამდე ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრესსპიკერისა და მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.
ის პეპერდაინის უნივერსიტეტის კარუზოს სამართლის სკოლის გამორჩეული კურსდამთავრებულია, იურისტია და ხშირად აკეთებს კომენტარებს ისეთი მედიასაშუალებებისთვის, როგორებიცაა Fox News-ი და Newsmax-ი.
მანამდე ის ჩემს საარჩევნო კამპანიებშიც მონაწილეობდა და საკვანძო შტატებში მუშაობაში მეხმარებოდა. შვიდი შტატიდან შვიდივე მოვიგეთ.
მისი საქმიანობის ისტორია უნაკლოა. ქეითი თავიდანვე ჩემი ერთგული და გამორჩეული მხარდამჭერი იყო. ის ასევე MAGA-ს მოძრაობის ერთგული გულშემატკივარი და წევრია!
დარწმუნებული ვარ, როგორც თეთრი სახლის მომავალი პრესმდივანი, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. მას მედიისა და ამერიკელი ხალხის პატივისცემა აქვს და ჩემს ადმინისტრაციასთანაც შესანიშნავად ითანამშრომლებს.
ქეითი შესანიშნავ კეროლაინ ლევიტს შეცვლის, რომელმაც პრესმდივნის თანამდებობაზე ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა. წარმატებებს გისურვებ, ქეით!“, - დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში კეროლაინ ლევიტმა პოსტი დატოვა.












