სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა თავში სიმსივნეზე მიანიშნებდეს
1791576039
თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შედეგად 80 ადამიანი დააკავეს.
ბრალი კიდევ 14 პირს წარედგინა, მათ ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებებში, ნაწილს კი დაუსწრებლად.
ბრალდებულებს შორისაა საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გოგოლაძე, მეტსახელად „გოგა რუსთავსკის“.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებზეც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.
კერძოდ, ბრალდებულები განიხილავდნენ მხარეებს შორის ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული შეთანხმების საფუძველზე ერთ-ერთ მხარეს გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. მიღებული თანხის ნაწილს მეორე მხარეს გადასცემდნენ, ნაწილს კი თავად იტოვებდნენ.
დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთთან და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდთან ურთიერთობდნენ. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.
გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება-შენახვის“ მუხლებით.
დაკავებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.