მილიონობით ამაყი ირანელი ერთიანობის ნიშნად შეიკრიბა. ვერც ისინი და ვერც ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები ვერანაირმა მუქარამ ვერ შეაშინა - აბას არაღჩი

აბას არაღჩი

"საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება, თუ მუქარები გაგრძელდება", - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და აშშ-ს მოუწოდებს, პატივი სცენ ურთიერთგაგების მემორანდუმზე საკუთარ ხელმოწერას.

"მილიონობით ამაყი ირანელი ერთიანობის ნიშნად შეიკრიბა, რათა პატივი მიეგო დიდი აიათოლა ხამენეისთვის და მისი მემკვიდრეობისთვის. ვერც ისინი და ვერც ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები ვერანაირმა მუქარამ ვერ შეაშინა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-13 პუნქტი ნათლად განსაზღვრავს: საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება, თუ მუქარები გაგრძელდება. პატივი ეცით თქვენს ხელმოწერას", - აცხადებს არაღჩი.