მესი შესაძლოა, არგენტინის ეროვნულ ვალუტაზე გამოსახონ

მესი

არგენტინის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი განიხილავს, თუ რა სახით დაატანოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებზე საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, ლიონელ მესის გამოსახულება. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი, El Financiero ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამ გზით არგენტინაში სურთ, „უკვდავყონ“ ეროვნული ნაკრების გამარჯვება 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც კატარში გაიმართა.

არგენტინის ბანკის წინადადებით, მესის გამოსახლება 1000 პესოს კუპიურზე უნდა დაიბეჭდოს, რაც უკავშირდება იმას, რომ ამ ბანკნოტების ნომინალი მესის საფეხბურთო მაისურის ნომერ 10-ით იწყება. უკანა მხარეს იგეგმება წარწერა „La Scaloneta“-ის დატანება, რაც არგენტინის ნაკრების მწვრთნელის, ლიონელ სკალონის მეტსახელია. 

ცნობისთვის, 18 დეკემბერს არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა, რაც ამ ქვეყნის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მესამე გამარჯვებაა. მანამდე არგენტინელებმა მსოფლიო თასი 1978 და 1986 წლებში აიღეს.