ლიონელ მესის პოსტმა Instagram-ის ისტორიაში ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა

მესი

არგენტინის კარების კაპიტნის, ლიონელ მესის პოსტმა, რომელმაც მან მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გამოაქვეყნა, Instagram-ზე მოწონებების რეკორდი მოხსნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

პოსტს, რომელიც მესის და მისი თანაგუნდელების მსოფლიო თასთან გადაღებულ ფოტოებს წარმოადგენს, ამ მომენტისთვის 57,8 მილიონი მოწონება აქვს.

აქამდე ყველაზე მეტი მოწონება სოციალურ ქსელში - 56,2 მილიონი - ქათმის კვერცხის ფოტოს ჰქონდა, რომელიც ანგარიშზე - world_record_egg 2019 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Leo Messi (@leomessi)