მექსიკის ყურის სანაპიროებთან ფრენები გაუქმდა, გზები პარალიზებულია, ყინვამ უკვე ათი ადამიანი იმსხვერპლა - CNN

უამინდობა

აშშ-ში, მექსიკის ყურის სანაპიროებთან იშვიათ სტიქიას ებრძვიან. ტეხასიდან ფლორიდამდე ტერიტორიაზე ქარიშხალი და დიდთოვლობაა.

დაიხურა აეროპორტები, 22 იანვარს 1 700-ზე მეტი ფრენა გაუქმდა ნიუ ორლეანში. გზები პარალიზებულია.

მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ასევე, როგორც CNN წერს, ყინვის შედეგად, ათი ადამიანია დაღუპული.