1773348202
მექსიკა მონაწილეობდა დიალოგის ხელშეწყობაში, როგორც აშშ-ის, ასევე კუბის ხელისუფლებასთან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კუბელი ხალხის მხარდაჭერა - კლაუდია შეინბაუმი
მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აშშ-კუბას შორის ნავთობის ბლოკადაზე მოლაპარაკებების დაწყებას მიესალმება.
როგორც შეინბაუმი აცხადებს, მექსიკამ დიალოგის დაწყებაში გარკვეული როლი ითამაშა.
„ეს კარგია. მექსიკა ყოველთვის ხელს შეუწყობს მშვიდობას, დიპლომატიურ დიალოგს და იქნება იმ უსამართლობის წინააღმდეგი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კუბელი ხალხის მიმართ ხდება. ბლოკადამ სხვადასხვა პრობლემა გამოიწვია, ამიტომ არსებული დიალოგი აუცილებელია. მექსიკამ უნდა გააგრძელოს კუბელი ხალხის მხარდაჭერა. უნდა ითქვას, რომ მექსიკა მონაწილეობდა დიალოგის ხელშეწყობაში როგორც აშშ-ის, ასევე კუბის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა კლაუდია შეინბაუმმა.
კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ ქვეყანამ აშშ-ის მთავრობასთან ნავთობის ბლოკადის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ორ დიდი ხნის მეტოქეს კონფრონტაციისგან დააშორებს.











