"მე გადავრჩი...ადამიანები ცუდ მდგომარეობაში არიან, გთხოვთ, ილოცოთ" - ქალი, რომელიც ნანგრევებიდან შველას ითხოვდა

მიწისძვრა - აისელი

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 108-ს მიაღწია, დაშავებულთა რიცხვი 38 000-ს აღემატება.

რაც შეეხება სირიას, სტიქიას 2 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით ამდენივე დაშავებულია.

გადაარჩინეს ქალი, რომელმაც ნანგრევებიდან ფოტო გამოაქვეყნა და შველას ითხოვდა.

„მე გადავრჩი, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ადამიანები ცუდ მდგომარეობაში არიან, გთხოვთ, ილოცოთ“, - წერს აისელი „ტვიტერში“