სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ
1783348042
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემის ქილებით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც კოსმა აღნიშნა, ქილებში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემია. თავად გარგარი მას სომხეთში განხორციელებული ვიზიტის დროს აჩუქეს.
„ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე. გარგარი იმ ცვლილებების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს. გასულ თვეს ჩატარებულ არჩევნებზე სომხების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმ პარტიებს, რომლებსაც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობა სურთ. რუსეთი ცდილობდა, არჩევნებზე გავლენა მოეხდინა სომხური ხილისა და ყვავილების იმპორტის შეზღუდვით. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა სომხეთს დახმარება გაუწია და საკუთარი ბაზარი ამ პროდუქციისთვის უფრო ფართოდ გახსნა. სწორედ ამიტომ, როდესაც გასულ კვირას სომხეთში ვიყავი, ბრიუსელში გარგარით სავსე დიდი კალათით დავბრუნდი. მისი დიდი ნაწილი მეგობრებს გავუნაწილე, დარჩენილი გარგარისგან კი ჯემი მოვამზადე. ერთმა მეგობარმა ჯემს შეხედა და თქვა: „თავისუფლების ქილები“. ვფიქრობ, ეს ძალიან ლამაზი გამოთქმაა“, - დაწერა კოსმა
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ადამიანებს მოუწოდებს სუპერმარკეტებში ყოფნის დროს ყურადღება მიაქციონ სომხურ გარგარს, ქლიავსა და ალუბალს.
„ეს არის პატარა შესაძლებლობა, დაეხმაროთ სომეხ ფერმერებს და მხარი დაუჭიროთ მათი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს“, - დასძინა მან.